Silk Road Group
მთავარი პორტფოლიო ჩვენ შესახებ კონტაქტი 🌐 English კალკულაცია
ჩვენ შესახებ

პატარა სახელოსნოდან —
ინდუსტრიის ლიდერამდე.

2010 წლიდან ვქმნით ფასადებს, ინტერიერებს, საგამოფენო სტენდებს და არქიტექტურულ მაკეტებს. იდეიდან აღსრულებამდე — ერთი გუნდი, ერთი პასუხისმგებლობა.

1000+შესრულებული პროექტი
15+წლიანი გამოცდილება
30+პროფესიონალი
1000კვ.მ სახელოსნო
SIGNALL — სახელოსნო
ჩვენი ისტორია

ორი ადამიანის ინიციატივა — 30 პროფესიონალის გუნდი.

2010 წელს SIGNALL ორი ადამიანის ინიციატივით დაიწყო. პირველი შეკვეთები ხელით სრულდებოდა.

15 წელში გუნდი 30 სპეციალისტამდე გაიზარდა, სახელოსნო — 1 000 კვ.მ-მდე. ამ დროის განმავლობაში 1 000-ზე მეტი კომპანია — სასტუმროებიდან და რესტორნებიდან, დეველოპერებამდე და საერთაშორისო ბრენდებამდე — ჩვენი კლიენტი გახდა.

პრინციპი დღესაც იგივეა: დამკვეთს სასაუბრო მხოლოდ ერთთან აქვს — იდეიდან აღსრულებამდე ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

"

ის რითაც ყველას ამახსოვრდები

— SIGNALL-ის პრინციპი

წარმოების შესაძლებლობები

1 000 კვ.მ — ყველაფერი სახელოსნოში.

ლაზერი, CNC, ფართობეჭდვა, ლითოსნება — ყველა პროცესი ერთ სახელოსნოში, ერთი გუნდის ხელით. ქვეკონტრაქტორების გარეშე.

ლაზერული ჭრა

ლითო, აკრილი, ხე, MDF — ნებისმიერი ფორმა, 0.1 მმ სიზუსტით.

🖨
ფართომასშტაბიანი ბეჭდვა

ვინილი, ბანერი, backlit — 5 მ სიგანემდე, UV-მედეგი.

ლითონი და ფრიზი

ალუმინი, ფოლადი, კომპოზიტი — CNC-ით, ნებისმიერი მოცულობითი ელემენტი.

ხარისხის კონტროლი

ყოველი ობიექტი გადის შიდა შემოწმებას სახელოსნოში — დამონტაჟებამდე.

ჩვენი კლიენტები

ბრენდები, რომლებიც გვენდობიან.

Hospitality-დან დეველოპმენტამდე, retail-იდან საერთაშორისო ღონისძიებებამდე — 1 000-ზე მეტი კომპანია.

პროცესი

იდეიდან აღსრულებამდე — ოთხი ეტაპი.

01 ბრიფი და გამოკვლევა

ვეცნობით დავალებას, ლოკაციას, ზომებს, მასალებს. ვსვამთ სწორ კითხვებს — სწორი რეზულტატის მისაღებად.

02 კონცეფცია და ვიზუალი

ვქმნით პირველ მონახაზს — ფორმა, ფერი, განათება, ნავიგაციის ლოგიკა და ვაჩვენებთ დამკვეთს სანამ აღვასრულებთ.

03 წარმოება

პროფესიონალი გუნდი და დანადგარები — ისინი ერთად ნებისმიერი სირთულის დავალებას ასრულებენ.

04 მონტაჟი და ჩაბარება

ვამონტაჟებთ, ვადარებთ და ვასწორებთ — თითოეული ობიექტი იქმნება დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებისთვის.

კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული კითხვები.

ყველაზე ხშირად: ფასადური აბრები, ინტერიერის ბრენდინგი, ნავიგაციური სისტემები, საგამოფენო სტენდები, არქიტექტურული მაკეტები. ხშირად ერთ პროექტში ამ მიმართულებების კომბინაცია გვჭირდება, რომელიც ერთიანად სწორედ ჩვენთან სრულდება.
დიახ. ჩვენი პორტფოლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი სასტუმრო, სარესტორნო და სამშენებლო პრემიუმ კლასის ობიექტებია — სადაც ვიზუალი პირდაპირ ბრენდის ღირებულებას ასახავს. Telegraph, Silk Development, LEVEL — ეს სახელები ჩვენი მუშაობის ხარისხზე მეტყველებს.
დიახ — ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა: კონცეფცია, მასალა, წარმოება, მონტაჟი. ჩვენთან თანამშრომლობით ფარავთ მომსახურების სრულ სპექტრს.
სტანდარტული ფასადური აბრა — 5–10 სამუშაო დღე. საგამოფენო სტენდი — 7–14 დღე, სირთულის მიხედვით. არქიტექტურული მაკეტი — 15–30 დღე. ზუსტ ვადას კალკულაციასთან ერთად მიიღებ — მაქსიმუმ 2 საათში.
დიახ, ფორს-მაჟორულ პროექტებზეც ვმუშაობთ — ეს ჩვენი გამოცდილების ნაწილია.
მზად ხარ სასაუბროდ?

გაგვიზიარე შენი პროექტი.

გამოგვიგზავნე ობიექტის ფოტო, ზომები და ვადები — 2 საათში გეცოდინება ღირებულება და გეგმა.

კონტაქტი როგორ დაგვიკავშირდე?
📞 ზარი WhatsApp Instagram